წინა პოსტებში ავღნიშნე, რომ აპლიკაციასთან დაკავშირებით შემექმნა წარმადეობის პრობლემა.
ანუ მაგალითად 300 ჩანაწერიან სიიდან infopath ის ფორმას უჭირდა ინფორმაციის ამოღება.
სურ.1
ჩანს, რომ გვაქვს queryFields და dataFields, საინტერესოა, რომ თურმე შეგვიძლია მივანიჭოთ queryFields მნიშვნელობა იქამდე ვიდრე მოვითხოვთ ამ მონაცემების წამოღებას ლისტიდან, წესით, ყველგან წერია რომ დაფილტრული მოანაცემების წამოღებისათვის საჭიროა xml, ან list view -ს გამოყენება, მაგრამ მოუხერხებელია და პარამეტრზე დამოკიდებული ვერ იქნება. პარამეტრზე დამოკიდებულებისთვის მთელი ფოკუსების ტარებააა საჭირო.
პრობელმა შემდეგნაირად გადავწყვიტე:
1. როდესაც შემოგვაქვს external data, მოვხსნათ ნიშნული automatically retrieve data when form is opened
2. ვირჩევთ რაიმე ველის მნიშვნელობას: მაგალითად სახელმწიფო ნომერს ფორმაზე და ვაბავთ Rules: ვუთითებთ ცვლილებაზე, რომ ამ ველის მნიშვნელობა მიანიჭოს queryFields- ის შესაბამის ველს ამ შემთხვევაში :სახელმწიფო ნომერს.
სურ.2
3. ვაგრძელებთ Rules და მერე ვაკეთებთ
მოქმედებას. მხოლოდ ამ სახელმწიფო ნომრიან ჩანაწერს (ან ჩანაწერებს) წამოიღებს.
შედეგი: პარამეტრიზებული რეპორტის/ფორმის გაკეთების უმარტივსი საშუალება.
ფორმა მსუბუქია, მოაქვს მხოლოდ საჭირო ინფორმაცია.
პ.ს. კითხვებისთვის მომმართეთ :)